პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამა ინიცირებულია და მის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 50,000,000 ლარს.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში.
ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით განაცხადების მიღება შეჩერებულია.
განაცხადების მიღება მეორადი ტექნიკის შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან“ და შპს „აგროსერვისცენტრი“-სგან შეძენის შემთხვევაში გრძელდება.
მეორადი კომბაინის შეძენის შემთხვევაში განაცხადების მიღება დასრულდა.
2022 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში 3,811 განაცხადია მიღებული, 2,332 განაცხადი დამტკიცდა, სააგენტოს თანადაფინანსება 46,000,000 ლარს შეადგენს.