ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
პროგრამის ბენეფიციარი, განაცხადის მიღება და განხილვა
- პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, მათ შორის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც სახელმწიფო, აჭარის ა/რ ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას.
- პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით და პოტენციური ბენეფიციარი გაივლის შემდეგ ძირითად ეტაპებს :
- მომხმარებლის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია.
- განაცხადის წარმოდეგნა.
- წარმოსადგენი დოკუმენტაციის ატვირთვა (პროგრამაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელი იქნება 20 სექტემბერს, 00:01 საათიდან). დოკუმენტების ასატვირთად ყველა პოტენციურ ბენეფიციარს მიეცემა 5 კალენდარული დღე.
- ხელშეკრულების გაფორმება.
შენიშვნა: პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს დაუფინანსდება მხოლოდ ერთი განაცხადი.
შენიშვნა: განაცხადის ფორმაში ბენეფიციარის პირადი ნომრის ან საიდენტიფიკაციო კოდის არასწორად მითითების შემთხვევაში განაცხადი იქნება უარყოფილი.
პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა განხორციელდება წარმოდგენილი განაცხადების რიგითობის შესაბამისად.
ბენეფიციარის ვალდებულება
- ბენეფიციარმა, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, (გარდა შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის, ასევე რეგისტრაციას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში) სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასთან და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.
- პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი.