პროგრამის პირობები
- შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი, ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი), ტრაქტორზე მისაბმელი (იმპლემენტი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკა: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს :
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
- პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
- შპს აგროსერვისცენტრისგან და შპს - სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიისგან დასაშვებია მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის კომბაინის შეძენა.
შენიშვნა: სასოფლო-სამეურნეო კომბაინის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ შპს აგროსერვისცენტრის და შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიისგან.
პროგრამის მიზნობრიობა და თანადაფინანსების პირობები
- ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს :
- შესასყიდი ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 35%, მაგრამ არაუმეტეს 35,000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჯამური ღირებულება შეადგენს 100,000 ლარამდე.
- შესასყიდი ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 70,000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჯამური ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარს.
- შპს - სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან და შპს აგროსერვისცენტრისგან მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის შესყიდვის/ანაზღაურების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსების/ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე წარმოადგენს :
- შესასყიდი/შესყიდული სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 35%, მაგრამ არაუმეტეს 35,000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჯამური ღირებულება შეადგენს 100,000 ლარამდე.
- შესასყიდი/შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 70,000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჯამური ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარს.
- ხოლო კომბაინის შემთხვევაში თუ შეძენილი იქნება 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს :
- შესასყიდი/შესყიდული სასოფლო - სამეურნეო კომბაინის შემთხვევაში ღირებულების არაუმეტეს 60%, მაგრამ არაუმეტეს 120,000 ლარისა.
შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან" აუქციონზე შესასყიდი/შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება არ უნდა იყოს ტექნიკის/კომბაინის შეფასების ღირებულებაზე ნაკლები.
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება/ანაზღაურება გავრცელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ მხოლოდ ერთ განაცხადზე. ერთი განაცხადის ფარგლებში შესაძლებელია სააგენტოს თანადაფინანსება გაიცეს ერთი ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის შესასყიდად.
- პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს :
- საკუთარი ფულადი სახსრები.
- სესხი/ლიზინგი, რომელიც გაცემულია მათ შორის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში.
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება.
- შპს - სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან (ს/ნ 206348736) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის შეძენის შემთხვევაში, თანამონაწილეობის თანხაში ჩაითვლება აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი ავანსი/ბე.