წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში
- უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
- შესასყიდი ტექნიკის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას :
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჯამური ღირებულება (ერთი ან რამოდენიმე ინვოისის ჯამის შემთხვევაში) შეადგენს 100,000 ლარამდე სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 35%-ს, ხოლო 100 000 და მეტი ღირებულებისას (ერთი ან რამოდენიმე ინვოისის ჯამის შემთხვევაში) სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 30%-ს.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დასახელება.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოდელი.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობა.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ძრავის სიმძლავრე (ცხ/ძ) (ძრავიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში).
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოშვების თარიღი (არაუმეტეს 2 წლის).
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მდგომარეობა (ახალი - ექსპლუატაციაში არ მყოფი).
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი ქვეყანა.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დანიშნულება (რისთვის გამოიყენება).
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დარჩენილი საგარანტიო ვადა (განაცხადის შევსებიდან არანაკლებ 6 თვე).
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება ( დაფიქსირებული მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში).
- გადახდის პირობა და სავალდებულო მითითება, რომ სააგენტოს თანადაფინანსების წილი გაიცემა ტექნიკის მიწოდების შემდგომ.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების ვადა (არაუმეტეს 8 თვე).
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ ინვოისში ან/და ხელშეკრულებაში მისათითებელი ინფორმაციიდან, რომელიმე იქნება მოთხოვნების შეუსაბამო ან/და ეროვნული ვალუტის გარდა იქნება მითითებული სხვა რომელიმე ვალუტა, განაცხადი იქნება უარყოფილი და პროცედურების გავლა განმცხადებელს მოუწევს თავიდან.შენიშვნა: მოქმედი საგარანტიო დოკუმენტის წარმოდგენა ტექნიკაზე, საწყის ეტაპზე არ მოითხოვება და მისი წარმოდგენა უნდა განხორციელდეს, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, სააგენტოს თანადაფინანსების მიღებამდე.შენიშვნა: პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი, მათ შორის ინვოისი/ხელშეკრულება, უნდა იყოს მოქმედი (წარმოდგენის თარიღისთვის დოკუმენტს უნდა გააჩნდეს მოქმედების ვადა) წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადს მიენიჭება უარყოფითი სტატუსი. - ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ.
- ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა/ხელშეკრულება საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი მოცულობის სესხის/ლიზინგის დამტკიცების შესახებ ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა/წერილი დონორი ორგანიზაციიდან).
- საბანკო რეკვიზიტები.
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან/და სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ინვოს(ებ)ი ან/და ხელშეკრულება.
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან" და შპს „აგროსერვისცენტრისგან“ შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის შემთხვევაში :
- განაცხადი და დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით (document@rda.gov.ge)
- უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
- ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ.
- საბანკო რეკვიზიტები.
- შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან" (ს/ს 206348736) და შპს „აგროსერვისცენტრისგან“ მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის შეძენის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი ავანსი/ბე ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი მოცულობის სესხის/ლიზინგის დამტკიცების შესახებ ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.
- შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან" (ს/ს 206348736) და შპს „აგროსერვისცენტრისგან“ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის ღირებულების ანაზღაურების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ნასყიდობის ცნობა, მიღება-ჩაბარების აქტი და სასაქონლო ზედნადები).
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.