პროგრამის შესახებ
განაცხადების მიღება შეწყდება განაცხადების დონეზე პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვისას, ხოლო განხილვა მოხდება განაცხადების რიგითობის მიხედვით.
ვებ-გვერდზე განთავსებულია განმარტებითი ვიდეო ინსტრუქციები, რათა გასაგები და ადვილი იყოს ეტაპების გავლა და ელექტრონული განაცხადის დროული წარმოდგენა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
- პროგრამა ინიცირებულია და მის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
- პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო.
- პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 50,000,000 ლარს :
- პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.